top of page
Winery Gurjaani
Riga-2023M.png
Winery Gurjaani

ვაინერი გურჯაანის შესახებ

  • ქალაქის უმშვენიერეს ადგილას, ფერდობზე, ტყის პირას, მდებარეობს ღვინის საწარმო- „ვაინერი გურჯაანი“, რომელიც თავმომწონედ გადმოჰყურებს  კავკასიონის მთების ულამაზეს პანორამას. 

  • ვაინერი გურჯაანი ორიენტირებულია ღვინის  როგორც უახლესი ტექნოლოგიებით, ასევე ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებაზე. 

  • ქარხანა უახლესი ტექნოლოგიებით, კერძოთ უჟანგავი ფოლადის თერმომადუღრებით, პნევმატური პრესებით,  მძლავრი სამაცივრე სისტემებითა და ფილტრებითაა აღჭურვილი.  ალკოჰოლური დუღილის შემდგომ ღვინო ფრანგულ მუხის კასრებში ვარგდება.

  • საწარმოს ტერიტორიაზეა სარდაფი, სადაც ბოთლში ჩამოსხმული ღვინის დაძველება  ხდება, პროცესის ოპტიმიზაციისთვის სარდაფში ტემპერატურა 12-14°C ფარგლებში მერყეობს.

  • საწარმოში ასევე კახური ტრადიციული მეთოდით, ქვევრში იწურება ყურძენი, სწორედ ქვევრში მიმდინარეობს ალკოჰოლური დუღილი, რის შემდგომაც ხდება პოსტფერმენტული მაცერაცია. ამის შემდგომ ღვინო კვლავ ქვევრში ვარგდება.

  • საწარმოში მდებარეობს ღვინის სპირტის  და ტრადიციული ყურძნის არყის - „ჭაჭის“ სახდელი საამქრო, რომლისგანაც უმაღლესი ხარისხის ნედლეული მიიღება. 

  • ქარხნის ტერიტორიაზეა ასევე  თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ღვინის ლაბორატორიაა, რომლის მეშვეობითაც ჩვენი ღვინოები მუდმივად და გულმოდგინედ კონტროლდება,  როგორც ქიმიურად ასევე მიკრობიოლოგიურად.  

  • წარმოების თითოეული ოპერაცია მეღვინის მეთვალყურეობისა და პირადი ჩართულობის ქვეშ ხდება, რომელსაც ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აქვს განათლება მიღებული.

  • „ვაინერი გურჯაანი“ ორიენტირებულია, მხოლოდ და მხოლოდ, ხარისხზე.  საწარმოში მხოლოდ  საუკეთესო მიკროზონებში მოკრეფილი ყურძნის გადამუშავება ხდება. სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და თანამედროვე ტექნიკა,  კვალიფიციურ და პროფესიონალ ერთ მუშტად შეკრულ გუნდთან ერთად, ხდება იმის უტყუარი პირობა, რომ ჩვენი  ღვინოები ასეთი განსაკუთრებული და საოცარია...

ჩვენი ისტორია

ვაინერი გურჯაანი

საქართველოს მთავარი მეღვინეობის რეგიონია კახეთი, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში და ესაზღვრება კავკასიონის მთებს. ორი მთავარი მდინარე, ალაზანი და იორი, კახეთის მთათა სისტემასთან ერთად, რომელსაც ცივი გომბორი ეწოდება, ქმნის მევენახეობის ხელშემწყობ პირობებს, როგორც კახეთში. საქართველოს ამ ულამაზეს მხარეში, კახეთში, კახეთის გულში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 415 მეტრზე მდებარეობს ქალაქი გურჯაანი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ღვინის ქალაქი“. მევენახეობა-მეღვინეობა გურჯაანის მთავარი დარგია და მასში ფანატიკურად არის ჩაფლული თითოეული ოჯახი, რაც ღირსეული გაგრძელებაა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი ტრადიციისა.

Winery Gurjaani

ნიადაგი

არის ნეშომპალა-კარბონატული, შავმიწა და ალუვიური ნიადაგები.

Winery Gurjaani

კლიმატი

გურჯაანის კლიმატური პირობები ხელსაყრელია ხარისხიანი მეღვინეობისთვის. წლის განმავლობაში ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 600-800 მმ-ია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობაა 210 დღე, ხოლო ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურა 18,50 გრადუსია.

Winery Gurjaani

ყურძენი

კახეთის რაიონში შემდეგი ყურძნებია გაშენებულია: საფერავი, რქაწითელი, ქისი, მწვანე კახური, ხიკვი…

Winery Gurjaani

ამინდი

კახეთში ამინდი შესაფერისია ყურძნის კულტურის გაშენებისთვის.

Winery Gurjaani

ლაბორატორია

ქარხანას ასევე აქვს ღვინის თანამედროვე ლაბორატორია, რომლის მეშვეობითაც ხდება ჩვენი ღვინის მუდმივი და ფრთხილად მონიტორინგი, როგორც ქიმიური, ასევე მიკრობიოლოგიური.

Winery Gurjaani

მდებარეობა

“ვაინერი გურჯაანი” მდებარეობს ქ. გურჯაანში, დ.აღმაშენებლის N95-ში. საწარმოსთან - "ჯარისკაცის მამა" მებრძოლის, გიორგი მახარაშვილის ძეგლია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი გმირი მამისა და მისი ტრაგიკულად დაღუპული შვილის დრამატულ ისტორიას მოგვაგონებს. გარდა ამისა, „ვაინერ გურჯაანიდან“ 500 მეტრში მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“, რომელიც ასევე ულამაზესი ტურისტული ზონაა.

Winery Gurjaani

მდებარეობა

“ვაინერი გურჯაანი” მდებარეობს ქ. გურჯაანში, დ.აღმაშენებლის N95-ში. საწარმოსთან - "ჯარისკაცის მამა" მებრძოლის, გიორგი მახარაშვილის ძეგლია, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი გმირი მამისა და მისი ტრაგიკულად დაღუპული შვილის დრამატულ ისტორიას მოგვაგონებს. გარდა ამისა, „ვაინერ გურჯაანიდან“ 500 მეტრში მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი „ახტალა“, რომელიც ასევე ულამაზესი ტურისტული ზონაა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი

Winery Gurjaani

ვაინერი გურჯაანი

დეგუსტაცია და ტურები

შეგიძლიათ გვესტუმროთ ყოველდღე, 11:00-დან 14:00 საათამდე, ეწვიოთ ჩვენს ქარხანას ადგილზე და დააგემოვნოთ ჩვენი პროდუქცია. ვიზიტისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენს საიტზე მითითებულ კონტაქტებზე და დარეგისტრირდეთ.

კონტაქტები

ვაინერი გურჯაანი :))

კორპორატიული და პირადი ღონისძიებები

ყოველწლიურად ოქტომბერში გურჯაანში, კურორტ „ახტალას“ ტერიტორიაზე იმართება ღვინის მასშტაბური გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ჩვენი პროდუქცია, ასევე საქართველოს ყველა ღვინის რეგიონის ღვინოები, თანამედროვე კლასიკური ღვინოები და ძველი ქართული ტრადიციული ღვინოები. სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელები, ქართული ყველის სახეობები და ქართული ტრადიციული ტკბილეული „ჩურჩხელა“.

კონტაქტები
Winery Gurjaani
Winery Gurjaani

მეღვინეობა გურჯაანი

გამოფენები

ჩვენს პროდუქტებს ნახავთ ისეთ პრესტიჟულ გამოფენებზე, როგორიცაა:

  • WinExpo Georgia 

  • ProWein Germany

  • London Wine Far 

  • VinExpo Shanghai 

  • Vinexpo Usa 

Winery Gurjaani
Riga-2.PNG

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲘᲡᲐᲛᲐᲠᲗᲘ

საქართველო, გურჯაანი, დ.აღმაშენებლის ქ. 95, 1500

ჩვენ ვქმნით კარგ ღვინოს

bottom of page